პროექტები და ღონისძიებები
პროექტის სახელწოდება: “როგორ უყვარდათ საქართველოში”
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2წინადადებით:
პროექტში წარმოდგენილია უმთავრესი გრძნობა ადამიანთა ცხოვრებაში.როგორ ამრავალფეროვნებს ეს გრძნობა მოკვდავთა ყოველდღიურობას,როგორ აზიარებს მათ უკვდავებას.
პროექტის აქტუალობა:
მოცემული პროექტის განხორციელებისას მოსწავლე ხდება უფრო კომუნიკაბელური,მისი ბუნება კი -უფრო ფაქიზი და დახვეწილი.
პროექტის მიზნები:
კვლევა-ძიების,დამოუკიდებელი აზროვნების,ჯგუფში მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარება.
მოსწავლეთა ასაკი: მე-10 და მე-11 კლასები.
ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის შექმნის პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და ამავე დროს სახალისო იქნება.ისინი ეცნობიან ცნობილ წყვილებსა და მათ სასიყვარულო ისტორიებს.ასევე, ამა თუ იმ ეპოქის გავლენას ამ ადამიანთა ბედ-იღბალზე. ინფორმაციების მოძიებისას აღმოაჩენენ,თუ რა განსაცდელის წინაშე აღმოჩდნენ,მათ მიერ შერჩეული ცნობილი წყვილები.გამოავლინეს თუ არა ადამიანური სისუსტეები; ღირსეულად გაართვეს თუ არა თავი თავს დატეხილ უბედურებას. მოძიებულ ისტორიებს თან ურთავენ ვიდეოკოლაჟს,ეს კი მათ უვითარებს თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების უნარს. სწავლობენ პრეზენტაციების მომზადებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ტექნიკური: კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
ადამიანური: შეხვედრა მსახიობებთან, რეჟისორებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო წყვილებზე,ეპოქაზე,რომელშიც ეს წყვილები ცხოვრობდნენ;
პრეზენტაცია.
საგნებთან(საგნობრივ ჯგუფებთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, მუსიკა, ხელოვნება ,ისტ-ი.
პროექტის ხელმძღვანელი -- ინგა რუსია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-ingarusia131@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი/--www.ingarusia.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment