გაკვეთილის თემა
|
„ადამიანი გაზეთის
სვეტში“
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
მე-9 კლასი
|
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
|
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
29
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ტექსტზე დაკვირვებისა და
პრობლემის ამოცნობის უნარ-ჩვევების განვითარება
|
გაკვეთილის მიზნები
და შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს
სადავო და პრობლემურ
საკითხებზე საკუთარი მოსაზრების
გამომოხატვა, მსჯელობა
ტექსტის ენობრივ თავისებურებებზე,
ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარების განვითარება.
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო
ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 3. მოსწავლეს შეუძლია
მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ
თავისებურებებზე.
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა
და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
პრესიდან მოძიებული
საინფორმაციო მასალა ისტ-ის გამოყენებით;
ნიკო ბაგრატიონის
მემუარული ნაწარმოები „ბურებთან“
|
შეფასების საგანი
და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებთ
წინასწარ შემუშავებული შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით
|
სასწავლო მასალა
და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო
კომპიუტერი
PoverPoint
Google
Youtube
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
A ფაზა:
მასწავლებელი სვამს
კითხვას თემის სათაურის
გასააზრებლად; შესაძლებელია, შევთავაზოთ
5-წუთიანი ე.წ. „ხელის
აუღებლად წერა“. სასურველია, ყურადღება
გავამახვილებინოთ მოცემულ ილუსტრაციებზე. (10 წთ.)
B ფაზა:
სიტყვიერი შენიშვნებისა და შეფასების შემდეგ
გადავდივართ ტექსტის გაცნობამდე
მოცემული სამუშაოების
შესრულებაზე, ანუ
მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, დააკავშირონ არსებული
ცოდნა ახალთან.
ვხსნით, რა არის
თეთრი ლექსი(ვერლიბრი) და
განვმარტავთ თეთრი ლექსის
კითხვის სტრატეგიას.(10წთ)
C ფაზა
მოსწავლეებს ვანაწილებ
წყვილებად და ვაძლევ
შემდეგი ტიპის დავალებას:
წაიკითხონ იგავი ბიბლიიდან
მთესველზე, რომელიც ძველქართულადაა დაწერილი. შეძლონ
მისი პერიფრაზირება და ვსვამ
შეკითხვებს: რას ჰყვება
იესო?
როგორ ხსნის
იგი იგავის არსს.
ამის შემდეგ
მოსწავლეებმა პასუხი უნდა
გასცენ სახელმძღვანელოში მოცემულ
კითხვებს, რომლებიც თვალნათლივ
დაგვანახებს, რამდენად
ღრმად გაიაზრეს მოსწავლეებმა პოემის
ტექსტი.
მოსწავლეებს უკვე
შეუძლიათ ისაუბრონ მხატვრულ
ხერხზე, ალუზიაზე. (22წთ)
საშინაო დავალება:
გაიხსენონ ნ.
ბაგრატიონის მემუარები „ბურებთან“
და იმსჯელონ ნიკო
ბაგრატიონისა და ხიმენესის
მორალურ მრწამსზე. (3წთ)
|
დიფერენცირებული სწავლება
|
|
|
|
|
|
|
Wednesday, June 22, 2016
Subscribe to:
Post Comments (Atom)
საინტერესო გაკვეთილია ვფიქრობ ბევრი მოსწავლე დაინტერესდება
ReplyDelete